среда, 7 мая 2014 г.

დღე 9

სამწუხაროდ, დასრულდა ჩვენი ტრენინგი, გული მწყდება, ჯგუფის წევრები დავუახლოვდით ერთმანეთს, ნათიასთან ურთიერთობა დაუვიწყარი იყო. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და შევაფასეთ. ბოლოს გადმოგვეცა სერტიფიკატები. მადლობა ინტელსა და ჩვენს ტრენერს. 

понедельник, 5 мая 2014 г.

დღე 8

დრო, სამწუხაროდ, სწრაფად გავიდა. ეს დღეც სასიამოვნოდ დატვირთული იყო: გავაკეთეთ ფასილიტაციის დოკუმენტი, დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევავსეთ პორტფოლიოს და პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, ჩვენი ნაშრომი გადავიტანეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. 

суббота, 3 мая 2014 г.

                                                            დღე მეშვიდე
ტრენინგი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და გული მწყდება. ეს ის დღეები იყო,როცა სასიმოვნოდ დაღლილები ვბრუნდებოდით შინ.დღესაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ: მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით გავაკეთეთ საპრეზენტაციო დოკუმენტი,ვიმუშავეთ თვითშეფასებისა და მოსწავლის შეფასების ცხრილებში, გადავიტანეთ და ჩავსვით ბმულები ბლოგზე.  კვლავდაკვლავ მადლობა ინტელსა და ჩვენს ტრენერს.

вторник, 29 апреля 2014 г.

                                         დღე მეექვსე
ეს დღეც ნაყოფიერი იყო, ჩვენმა დაუღალავმა ნათიამ საინტერესო და საჭირო ოპერაციები გვასწავლა, კერძოდ,ტექსტზე კომენტარის გაკეთება word-ის, Pover Pointi-ისა და Excel-ის დოკუმენტში. გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა,პორტფოლიოს ჩეკლისტი, ვისწავლეთ BLOG-ის ჩანართებში მუშაობა. მადლობა ნათიას.

суббота, 26 апреля 2014 г.

                                              დღე  მეხუთე
ეს  დღეც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო, ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე, კერძოდ, პროექტის  ფარგლებში როგორ ფასდება ესა თუ ის აქტივობა, ასევე გავეცანით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ციტატები ისე, რომ საავტორო უფლებები არ დაირღვეს, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, გავაკეთეთ ჩანართები ბლოგზე,გადავიტანეთ ვიდეო YoTube-დან ბლოგზე. მართლაც, ყველაზე გამორჩეული ტრენინგია, მადლობა ინტელსა და  ტრენერს. 

საოცნებო კლასი