суббота, 10 августа 2013 г.
|
პროექტის სახელწოდება
|
„ბარბარიზმები სოფელ მოხისის მკვიდრთა ლექსიკაში“
|
|
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
|
სოფლის მოსახლეობაში გავრცელებული ბარბარიზმების შეგროვება;ინფორმაციის
მიწოდება მოსახლეობისათვის ხალხში გავრცელებული ბარბარიზმების შესახებ;
|
|
პროექტის აქტუალობა:
|
ქართული ენის სიწმინდის დაცვა,მოვლა-პატრონობა დღესაც ისევე აქტუალურია,როგორც
წინა საუკუნეებში, მოსწავლეებმა კარგად უნდა გაითავისონ თუ რას ნიშნავს,რომ „ენის
სიწმინდისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა,როგორც ხმლით დაცვა სამშობლოსი“,ამიტომ
შეისწავლიან რა არის ბარბარიზმები,რა უწყობს ხელს მათ წარმოშობასა და გავრცელებას,აქტიურად
ჩაერთობიან ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლაში;
|
|
პროექტის მიზნები:
|
მოსახლეობაში გავრცელებული ბარბარიზმების მოძიება; ბრძოლა ბარბარიზმების
წინააღმდეგ; ბარბარიზმების გამოყენების შემცირება;
|
|
მონაწილეთა ასაკი:
|
XI
კლასის მოსწავლეები;
|
|
ვადები/ ხანგრძლივობა:
|
ერთი თვე;
|
|
მოსალოდნელი შედეგები:
|
მოსწავლეები გაეცნობიან ბარბარიზმებს,მათი წარმოშობის მიზეზებს,გაეცნობიან
ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა დამოკიდებულებას ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებით,დაამზადებენ
ბუკლეტებსა და პლაკატებს,მოეწყობა გასვლითი აქცია საზოგადოების თავშეყრის ადგილებში,
გაიკვრება პლაკატები წარწერით: „დავიცვათ ქათული ენა ბარბარიზმებისაგან,“დარიგდება
ბუკლეტები ბარბარიზმების სათანადო განმარტებებით სკოლაში, მოსახლეობაში,მოეწყობა
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო,მოამზადებენ სლაიდშოუს კომპიუტერის გამოყენებით,
გამოუშვებენ კედლის გაზეთს,მოხდება მოსახლეობის, ამხანაგების, მეგობრების ლექსიკიდან
ბარბარიზმების განდევნა;
|
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
|
ფურცელი,კალმები,ფორმატები,დიქტოფონი,ქართული ენის სახელმძღვანელო,კომპიუტერი,პროექტორი;
|
|
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
|
მოსწავლეები დაიყოფიან ოთხ ჯგუფად,აირჩევენ ჯგუფის ხელმძღვანელს,მიეცემათ
დავალებებ: I-ჯგუფს-ინფორმაციის მოძიება ბარბარიზმებთან დაკავშირებით,II-ჯგუფს-მეტყველებაზე დაკვირვება სკოლაში,
ტრანსპორტში,სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში, III-ჯგუფს-პლაკატების,ბუკლეტების დამზადება,
კედლის გაზეთის გამოშვება,IV-ჯგუფს-სლაიდშოუს გაკეთება,
დედა ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოს მთელი კლასი მოამზადებს;
|
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
|
ქართული ენა, ლიტერატურა,ხელოვნება,ისტ.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების,გამოყენების, ანალიზის,პრეზენტაციისა
და სოციალური უნარი,
|
|
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
|
ქართული ენის მასწავლებელი თამარ გიკაშვილი;
|
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
|
tamrikogikashvili@gmail.com
|
пятница, 9 августа 2013 г.
|
გაკვეთილის
თემა
|
ვაჟა-ფშაველას
„მთის წყარო“
|
|
საგანი
|
ქართული ენა
და ლიტერატურა
|
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
|
კლასი
|
vi
|
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
16
|
|
განსაკუთრებული
მიდგომის მქონე პირთა რაოდენობა
|
0
|
|
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
vi.2.მოსწავლეს აქვს
მხატვრული ტექსტის გააზრებისთვის მნიშვნელოვანი დეტალების შეფასების უნარი; განმარტავს
პერსონაჟის ქცევის მოტივს; შეუძლია მხატვრული ხერხების ამოცნობა; იყენებს მარკირების
სისტემას;
|
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
1.
ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება, 2. მწერლის
სათქმელის
ამოცნობა,3.პრობლემის გამოკვეთის, გაანალიზებისა და
გადაჭრის საკუთარი ვეერსიის უნარის განვითარება, მხატვრული ხერხების მოძებნა
|
|
თანმიმდევრობა
|
A.
აქტივობა 1. ვაჟას ნაწარმოებების გახსენება კითხვების
საშუალებით,იმ მხატვრული ხერხების გახსენება,
ვაჟას პერსონაჟები რომ მეტყველებენ;7წთ. მთელი კლასი; აქტივობა2. ასოციაციური
კავშირების რუკა, ავსებენ როგორია მათი წარმოდგენით მთის წყარო 7წთ.კლასი
B.
მინილექცია 5წთ.მასწავლებელი კიდევ ერთხელ გამოკვეთს
მოთხრობის სათაურს „მთის წყარო“, ყურადღებას გაამახვილებს თუ რა ამოძრავებს მწერალს
|
|
შეფასება
|
ურთიერთშეფასება,რუბრიკები,თვითშეფასება
|
|
საკლასო მენეჯმენტი
და საგანმანათლებლო რესურსები
|
წიგნები,მარკერები,ცხრილები,პროექტორი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)