вторник, 29 апреля 2014 г.

                                         დღე მეექვსე
ეს დღეც ნაყოფიერი იყო, ჩვენმა დაუღალავმა ნათიამ საინტერესო და საჭირო ოპერაციები გვასწავლა, კერძოდ,ტექსტზე კომენტარის გაკეთება word-ის, Pover Pointi-ისა და Excel-ის დოკუმენტში. გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა,პორტფოლიოს ჩეკლისტი, ვისწავლეთ BLOG-ის ჩანართებში მუშაობა. მადლობა ნათიას.

суббота, 26 апреля 2014 г.

                                              დღე  მეხუთე
ეს  დღეც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო, ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე, კერძოდ, პროექტის  ფარგლებში როგორ ფასდება ესა თუ ის აქტივობა, ასევე გავეცანით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ციტატები ისე, რომ საავტორო უფლებები არ დაირღვეს, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, გავაკეთეთ ჩანართები ბლოგზე,გადავიტანეთ ვიდეო YoTube-დან ბლოგზე. მართლაც, ყველაზე გამორჩეული ტრენინგია, მადლობა ინტელსა და  ტრენერს. 

საოცნებო კლასი


среда, 23 апреля 2014 г.

                                                      დღე  მე-4
   "სჯობს გვიან  ვიდრე არასდროს"  -ნათქვამია და მე, სამწუხაროდ, კვლავ გვიან მიხდება  ამ დღის შთაბეჭდილებების ასახვა. ეს დღეც შრომატევადი და სასიამოვნოდ  დამღლელი  იყო, რადგან ბევრი ვიმუშავეთ და შედეგებითაც კმაყოფილი დავრჩი. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ვიმუშავეთ ვიუერში არსებული აქტივობებისა და შეფასების ცხრილებზე, გავაკეთეთ გაკვეთილის  გეგმის  პრეზენტაცია და ბლოგზე  ავტვირთეთ.
                                       დღე  მე-3
ობიექტური მიზეზების გამო გვიან მიხდება იმ დიდი შთაბეჭდილებების გადმოცემა, ეს ტრენინგი რომ გვაძლევს. ყოველი დღე დატვირთული და ახლის მომცემია: ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება  გუგლდოკების  საშუალებით,  მონაწილეთა ბლოგებზე   კომენტარების  გაკეთება და რაც მთავარია, ტრენერის მიერ შემოთავაზებული სწავლების მეთოდები არის ჩემთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკაში დასანერგად.

среда, 16 апреля 2014 г.

დღე მე-2
მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო, განსაკუთრებით როცა ვნახეთ ბუკლეტების შაბლონები ინტელის წიგნში და ჩვენ დავამზადეთ ბუკლეტი მშობლებისათვის.განუმეორებელი იყო ნათია.

суббота, 12 апреля 2014 г.

დღე 1

1.  გავეცანი ინტელის  სახელმძღვანელოს;
2.ვნახე  ინტელის  მიერ  მომზადებული ფირი;
3. გავაკეთე  ელექტრონული საქაღალდეები;
4. ყოველივე  ეს იყო საინტერესო,მომეწონა.